ტელეგრამში სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი ცალკე ქვეყნებადაა მოხსენიებული

გამოქვეყნდა:

ერთ-ერთი უმსხვილესი საკომუნიკაციო საშუალება, მესინჯერი "ტელეგრამი" საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს, ქვეყნების ჩამონათვალში ცალკე სახელმწიფოებად მოიხსენიებს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში არაერთი მომხმარებელი წერს და რეაგირებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართავს.  

„ტელეგრამი“ 2013 წელს ძმებმა დუროვებმა დააფუძნეს. დღეს მას მსოფლიოში 100 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. საგარეო უწყებას ტელეგრამის საპასუხოდ ჯერ ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი