EU-ს კითხვარის შევსებში მონაწილეობას ვერ მიიღებს ის, ვინც დადის და ძირს უთხრის სახელმწიფოს - კობახიძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ევროკავშირის გაწევრიანების კითხვარის შევსებაში ჩართული არ უნდა იყოს ის "ვინც დადის და ძირს უთხრის" სახელმწიფოს.

როგორც მან აღნიშნა, ამ პროცესში "ნაციონალური მოძრაობის" ჩართვა კონტრპროდუქტიული იქნება.

"კითხვარი შევსებას, კითხვარი შეივსება სათანდო წესით, როგორც ეს არის გათვალისწინებული ევროკავშირის სტანდარტებით, რაც შეეხება ნაცმოძრაობის მონაწილეობას ამ კვითხვარის შევსებაში, მე მგონია, რომ ეს იქნება აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული. ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელიც პირდაპირ აწარმოებდა კამპანიას ვიზალიბერალიზაციის წინააღმდეგ, ასვეე, თქვენ გახსოვთ მათი განცხდებები ჩვენ პერსპექტივებთან დაკავშირებით, და ა.შ. ეს პოლიტიკური ძალა პირადაპირ აჩვენებს, რომ არ არის დაინტერესებული ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციით, არ არის დაინტერესებული ქართული სახელმწიფოს წარმატებით", - თქვა კობახიძემ. 

მისივე თქმით, ხელისუფლების ჩართულობა იქნება ფართო, ხოლო გასაჯაროებაზე გადაწყვეტილებას ევროკავშირთან კონსულტაციების შემდეგ მიიღებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი