ეჭვს ბადებს იმ დროის სიმცირე, რომელშიც პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები განახორციელა - საძაგლიშვილი

გამოქვეყნდა:

მთავარი არხის ერთ-ერთი მეწილის, პოლიტპატიმარ გიორგი რურუას სასამართლო პროცესი ამ წუთებში მოწმეების დაკითხვით გრძელდება.

დღევანდელი პროცესი დაიწყო გიორგი რურუას განცხადებით, რომელშიც იგი საკონსტიტუციო ცვლილებებს მიესალმა და იმედი გამოთქვა, რომ 8 მარტის შეთანხმება სრულად შესრულდება.

გრძელდება დაცვის მტკიცებულებების გამოკვლევა. დღეს პროცესზე ოთხ პოლიციელს დაკითხავენ. მოწმეებს შორისაა მაია ბერუაშვილი, რომელმაც გამოძიება დაიწყო და თბილისის პოლიციის სამმართველოს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს როლანდ მესხს, რომლის შესახებაც ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება. ერთი ვერსიით, იგი მთავარ სამმართველოში იმყოფებოდა, მეორე ვერსიით კი, რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდა და იქ გაიგო რურუას წინააღმდეგ გამოძიების დაწყების შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ ოპერატიული თათბირი ადგილზევე ჩაატარა.

ესენი არიან სამართალდაცავი სისტემის წარმომადგენლები, რომლებიც ბრალდებად არ გამოკითხა, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათი მოქმედებებით დასტურდება გიორგი რურუას უდანაშაულობა და სწორედ ამიტომ შევიყვანეთ ისინი დასაკითხ პირთა სიაში, - ამბობს დაცვის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი.

ადვოკატის თქმით, ეჭვს ბადებს დროის იმ მონაკვეთის სიმცირე, რომელშიც პოლიციელებმა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების განხორციელება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი