მმართველი პარტიის თავმჯდომარე ამჯერად მტკიცებულებების წარდგენას სახელმწიფო დეპარტამენტისგან ითხოვს. ენტონის ბლინკენის უწყების ხმაურიანი და უმწვავესი ანგარიშის შემდეგ, რომელიც "ოცნების" ხელისუფლების რეპუტაციისთვის გამანადგურებელი აღმოჩნდა, ივანიშვილს გუნდს ერთადერთი გზა რჩება - დარჩეს თავდასხმის რეჟიმში და შეცდომების აღიარების ნაცვლად, სტრატეგიულ პარტნიორებს შეუტიოს.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფოს დეპარტამენტმა, 2021 წელს ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ანგარიში 2 დღის წინ წარადგინა. პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები, თვითნებური და შერჩევითი დაკავებები, ძალადობა და მუქარა ჟურნალისტების მიმართ; კლანით მართული სასამართლო და ოპოზიციიონერების, მათ შორის მესამე პრეზიდენტის პოლიტიკური დევნა- ეს მცირე ჩამონათვალია იმ დარღვევების, რომელიც დოკუმენტში მოხვდა.