კოვიდ-19-ის ჩასასუნთქმა ტესტმა, რომელსაც დაავადების დიაგნოსტირება 3 წუთში შეუძლია, ამერიკის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციისგან (FDA) გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია მოიპოვა. ამის შესახებ Bloomberg წერს.
ტესტი კომპანია Frisco-ს მიერაა დამზადებული და მისი გამოყენება 18 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვისაა დაშვებული, იმ ადგილებში, სადაც ნიმუშები გროვდება, როგორიცაა ექიმის კაბინეტი, საავადმყოფო, მობილური ტესტირების ადგილი.
FDA-ს თქმით, მოწყობილობა დაახლოებით ხელბარგის ზომისაა და მუშაობს სუნთქვის ნიმუშებში ქიმიური ნაერთების აღმოჩენის საშუალებით, რომლებიც დაკავშირებულია SARS-CoV-2 ინფექციასთან.
ტესტის მუშაობა დადასტურდა 2 409 ადამიანის კვლევაში, სადაც მან სწორად გამოავლინა დადებითი ნიმუშების 91.2% და უარყოფითი ნიმუშების 99.3%.