სამოქალაქო აქტივისტი, ზუკა ბერძენიშვილი Facebook სტატუსის გამო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს.

ბერძენიშვილმა გუშინ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა -"საქართველოს მთავრობავ, მე, ზურაბ ბერძენიშვილი, დაბადებული ქალაქ ბათუმში, 1991 წლის 3 ივლისს, გეუბნებით ღიად და საჯაროდ, რომ დღედაღამე ვფიქრობ იმაზე, როგორ გ ა დ ა გ ა ტ რ ი ა ლ ო თ , გაგაჯმევინოთ და თქვენი ბუნდღა ვეღარ ვნახო მეორედ არამხოლოდ ძალაუფლების წყაროსთან, არამედ, საერთოდ, ამ ქვეყნის საჯარო სივრცის ვერცერთ კუთხე-კუნჭულში".

ბერძენიშვილი პოსტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ეკითხება როდის ეწვიოს გამოკითხვაზე, რადგან კითხვები უწყებასთან თავად აქვს:

"ამ ფიქრებში მთავარი და ყველაზე რთული დილემა ყოველთვის ის არის, როგორ ვქნათ, რომ მთავრობას, რომელიც საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად წავა ყველაფერზე, რომელსაც საკუთარ საზოგადოებასთან კონფრონტაციის გარდა არ გააჩნია არცერთი სასაუბრო ენა, რომელიც 20 ივნისს მოლაპარაკების მოლოდინში მყოფ დემონსტრანტებს ხმას უთიშავს და სუსის პროვოკაციებით ითრევს არეულობაში რომ როგორმე გამოაცხოს სასტიკი სადამსჯელო ღონისძიების გამამართლებელი საფუძველი (რა ქენით ისე, გადაარქვით გავრილოვის ღამეს შტურმის ღამე? ), რომელიც ყოვლად უსინდისო ცესკოსთან მისულ ხელებაწეულ შვიდ ადამიანს ყინვაში ურტყამს წყლის ჭავლს და ატეხს ხელ-ფეხს, რომ როგორმე გადაგვაფსიხოს და გამოგვტყუოს სასტიკი სადამსჯელო ღონისძიების გამამართლებელი საფუძველი, რომელიც ყოველთვის, ქუჩაში შეკრებილ გაბრაზებულ ხალხს ასხამს ნავთს რომ როგორმე მოიგდოს ისინი რინგზე და განახორციელოს სასტიკი სადამსჯელო ღონისძიება, რომელსაც სასაცილოდ არ ყოფნის ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ბედნიერებაზე და თავისუფლებაზე აღარაფერს ვიტყვი მოდი - აი ეგეთ სულგამომპალ ნაძირლებს როგორ გაგაჯმევინოთ ამ ქვეყნის სადავეებიდან და მოგიწყოთ სწორედაც სასტიკი სადამსჯელო ღონისძიება ისე, რომ ერთი მხრივ აღარც თქვენ დაგაჩაგრინოთ და დაგასახიჩრებინოთ არავინ, და მეორე მხრივ, მომავალში თავში აღარავის მოუვიდეს აზრად, აქაოდა მთავრობაში ვარ და მოდი ხალხს დავჩაგრავო.

ხართ რა ჩვეულებრივი ტერორისტები, გვმართებს ორმაგი სიფრთხილე, რომ თქვენი სამუდამოდ გაჯმევინების ისეთი ფორმა მოვიფიქროთ, რომ აღარცერთი ადამიანი გაგაუბედურებინოთ. თორემ თქვენ უკვე დიდი ხანია იმას იმსახურებთ, რომ მინიმუმ ამ ჯოჯოხეთის მმართველ რგოლებს, არცერთი ძვალი ტანში მთელი არ დაგიტოვოთ, თუ ცივილიზებულად, არჩევნებით გაჯმევინების სცენარი ესე ძაან არ მოგწონთ. თორემ როგორ გგონიათ, თემირლან მაჩალიკაშვილის, ია კერზაიას, ლევან აბზიანიძის, დემურ სტურუას, ლუკა სირაძის, ლექსო ლაშქარავას, ნუგზარ ფუტკარაძის და დანარჩენების დაკარგული სიცოცხლეების ფონზე რომ მათთვის სამართლის პოვნა მაინც გადავწყვიტოთ ნებისმიერი ფორმით, ყველა ამათი მკვლელი რომ ახლაც გარეთ გყავთ თქვე დედამო@@@@@ებო, ვერ შევიკრიბებით იმდენი ადამიანი რომ თქვენი ჩაჯმული სპეცრაზმიანა დაგლეწოთ, თუ ამაზე წავალთ?!

აი ამ და სხვა შეკითხვებით, მითხარით როდის გეწვიოთ გამოკითხვაზე ძვირფასო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური / State Security Service Of Georgiaო, ვინ ვის გამოკითხავს, მოდი ეგ დავტოვოთ ამ ეტაპზე ღიად, ვერც კი წარმოიდგენთ ახლოდან რამდენად მეტი მაქვს სათქმელი. ტელეფონის ნომერი კი გაქვთ ჩემი და მთელი ჩემი სანათესაოს და გელით, თქვენი დალაგებული ყველაფერი რო მ##### მე", - წერს ზუკა ბერძენიშვილი. 

ბერძენიშვილი წერს, რომ "შეხვედრა" სუს-ს ხვალ, 12:00 საათზე, მოდულის შენობაში "დაუნიშნა".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი