"სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში რუსული ოცნების განაჩენია" | "მიშას სექტორმა" "ოცნების" ოფისთან აქცია გამართა

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ოფისთან ორგანიზაცია "მიშას სექტორმა" აქცია გამართა.

მათ კიდევ ერთხელ შეახსენეს ხელისუფლებას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის უმწვავესი ანგარიში, რომელშიც ადამიანების უფლებების უხეშ დარღვევაზე და პოლიტიკურ დევნაზეა საუბარი. ასევე, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ნაწილში საუბარია საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე.

აქციის ჩაშლა "ქართული ოცნების" აქტივისტებმა სცადეს, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი