10 წლის წინ, როცა ივანიშვილი ხელისუფლების სადავეებთან მოდიოდა, ის დასავლეთს გასაოცარი დემოკრატიის მშენებლობას პირდებოდა. აი 10 წლის შემდეგ დასავლეთი გაოცებას ნამდვილად ვეღარ მალავს და "ქართული ოცნებაც" ყოველ ჯერზე ახერხებს მათთვის ახალ-ახალი სიურპრიზების შეთავაზებას, იქნება ეს მესამე პრეზიდენტის პოლიტკური დევნა, მედია მენეჯერების შევიწროება თუ ორგანიზებული ძალადობა ჟურნალისტების წინააღმდეგ.
ხელისუფლებაში ყოფნის 10 წლის თავზე, პოლიტიკური განაჩენი "ქართულ ოცნებას" სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოუტანა. ადამიანის უფლებების შესახებ მომზადებულ სქელტანიან ანგარიშში ვრცლადაა მიმოხილული ის პრობლემები, რომელიც ქართულ დემოკრატიაში წლიდან წლამდე სულ უფრო მწვავდება.ეს გაფრთხილებაცაა ხელისუფლებისთვის, და თუ გნებავთ განგაშის ზარიც იმათთვის, ვინც ჯერ კიდევ ვერ ხედავს "ქართული ოცნების" ავტორიტარულ რეჟიმს.