დედაჩემმა თავი გაწირა, სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს ავალაპარაკებ - გორში დაკავებული ბუღალტრის შვილი

გამოქვეყნდა:

გორის მერიის ყველაზე მსხვილ საბიუჯეტო ორგანიზაციაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შევიდა - უწყებამ კულტურისა და ტურიზმის სააგენტოდან ფინანსური დოკუმენტები ამოიღო.

დაკავებული ბუღალტრის, ლეილა წკრიალაშვილის შვილი ამბობს, რომ საქმეში სხვა პირებიც არიან გარეულები, რომლებსაც დედამისი ხელს აფარებდა.

კითხვებს აჩენს ინტერნეტ ტოტალიზატორში მოგებული "რენჯ როვერის" საქმეც - ირკვევა, რომ ლელია წკრიალაშვილს ამ მანქანის მოგების შემდეგ კონკრეტული პირი წილში ჰყავდა. 

ბუღალტრის შვილი გეგმავს, რომ გამოძიებას ინფორმაცია მიაწოდოს.

"აქამდე არ ვერთვებოდი და დედის ნებას წინ არ ვახტებოდი, რაღაც ნაწილში დედა გარეულია ალბათ, მაგრამ დედა სხვების ნებართვის გარეშე ფულს ვერ მოხსნიდა. მე მაქვს სათანადო დოკუმენტაცია. ის ხაზინა შეთანხმებულია უფროსობასთან, შეთანხმებული ფინანსურ მენეჯერთან, და ყველაფერი გადაგზავნილია. ან მუქარის ქვეშ იყო... [...] 

დედამ რომ მანქანა მოიგო, ორი ვიდეოა, იქ არანაირი ემოცია არ აქვს, დედას საიტიდან მაშინ სხვა ადამიანებსაც აქვს ნათამაშები, სხვა კომპიუტერებშიც გაიხსნა დედას მისამართი. ჯერ პროკურორს გავესაუბრები და ამ ამბავში აქტიურად ჩავერთვები. 

დედაჩემი არის მსხვერპლი, დებილიც მიხვდება, რომ უბრალო ბუღალტერს არ შეუძლია ხაზინიდან თანხა მოხსნას ზემდგომების გარეშე. რადგან აქამდე მივედით, რომ ასე ჩაგვწიხლეს, დედა ჩუმადაა, ონკოლოგიური პაციენტია და გაწირა თავი, ალბათ ემუქრებოდნენ, ალბათ რცხვენოდა რაღაც პერიოდი, რაღაცაში ხომ გარეულია, ხომ თავისი ნებითაა გარეული, უბრალოდ ამ საქმეს ასე არ დავტოვებ", - ამბობს შვილი, თამარ თურმანიძე. 

მისი განცხადებით, სიცოცხლის ფასადაც რომ დაუჯდეს, დედამისს აალაპარაკებს და ადვოკტასაც ააყვანინებს.

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ პასუხისმგებლობა როგორც წინა, ასევე მოქმედ მერსაც ეკისრება. ოპოზიციამ ვლადიმერ ხინჩეგაშვილი კითხვებზე პასუხების გასაცემად საკრებულოში დაიბარა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი