ეკონომიკის სამინისტროს 7 წელია არ აქვს თავისი შენობა, სირცხვილია - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სირცხვილია, რომ ეკონომიკის სამინისტროს 7 წელია შენობა არ აქვს. ამ თემაზე მან მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უწყებას შენობას ორთაჭალაში აუშენებენ.

"ეკონომიკის სამინისტროს მაგალითად 7 წელია არ აქვს თავისი შენობა, რაც, რა თქმა უნდა სირცხვილია, დიდი სირცხვილია, რომ 7 წელი თავისი შენობა არ აქვს ეკონომიკის სამინისტროს. ამიტომ ბატონ ლევანთან ვისაუბრეთ და გადავწყვიტეთ, რომ გვაქვს უნიკალური ადგილი ორთაჭალაში, იქ აშენდება ეკონომიკის სამინისტრო, სადაც მთელი თავისი სიპებით ყველაფრით განთვსდება თანამედროვე სტანდარტების შენობაში", - თქვა ღარიბაშვილმა. 

მისივე განცხადებით, დიდი გამოწვევაა საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობის მდგრადობა და აუცილებელია რეაბილიტაციის დაწყება. მისი თქმით, ესე პროექტიც მთავრობას სურს წელსვე განხორციელდეს.

"ჩვენ ახლა უნდა დავიწყოთ ძალიან აქტიური მუშაობა, გვჭირდება 24-საათიანი რომ იტყვიან მუშაობა, დასაქმდება ათასობით ადამიანი და რა თქმა უნდა, ეს სიკეთე შეეხება ასიათასობით ჩვენს მოქალაქეს. ყველაზე მეტად მახარებს ჩვენი განათლების პროექტები, 800 სკოლა უნდა იყოს ევროპული სტანდარტების მიხედვით აშენებული და რეაბილიტირებული. ასე რომ, კიდევ ერთხელ მინდა მოგიწოდოთ აქტიური მუშაობისკენ", - თქვა მან. 

იხილეთ ასევე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი