
გრიგოლ ლილუაშვილი კრიტიკულ მედიას ცილისწამებაში ადანაშაულებს. სუსის უფროსი "მთავარ არხს", "ფორმულასა" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრ ლევან ხაბეიშვილს უჩივის. ლილუაშვილი ცდილობს დაამტკიცოს, რომ დეზინფორმაცია გავრცელდა და ქოლ-ცენტრებს არ მფარველობს.
საქალაქო სასამართლოში მტკიცებულბების გამოკვლევა მიმდინარეობს. მანამდე კი ლილუაშვილის ადვოკატმა მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა და მოითხოვა, რომ "მთავარ არხს" მტკიცებულებების გამოკვლევის დროს დარბაზი დაეტოვებინა, რადგან სუსის ხელმძღვანელი წინააღმდეგი იყო მასალის ტირაჟირების, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
მხარეთა კითხვებს "მთავარი არხის" საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერმა თეო გილიგაშვილმაც უპასუხა და მოსამართლეს მიაწოდა ინფორმაცია, როგორ მუშაობდა "მთავარი" ე.წ. ქოლ-ცენტრების რეპორტაჟზე.