ენტონი ბლინკენი ვაშინგტონში მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

გამოქვეყნდა:

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ვაშინგტონში მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრს, ნიკუ პოპესკუს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს მოლდოვის ჰუმანიტარული პასუხი რუსეთის სასტიკ ომზე უკრაინის წინააღმდეგ. მდივანმა ბლინკენმა ხაზგასმით აღნიშნა აშშ-ს მუდმივი მხარდაჭერა მოლდოვას დასახმარებლად კრიზისის ეკონომიკური გავლენისა და დემოკრატიული რეფორმების წინსვლის საქმეში. მხარეებმა ასევე განიხილეს მოლდოვას ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების მცდელობები.

ასევე ენტონი ბლინკენი და ნკუ პოპესკუ მიესალმნენ აშშ-მოლდოვის სტრატეგიული დიალოგის განახლებას ორმხრივი ურთიერთობების გასაძლიერებლად და აშშ-ის მხრიდან მოლდოვის რეფორმების მხარდაჭერის გასაგრძელებლად.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი