დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ, ქუთაისის მერიის საქმიანობაზე გამოძიება დაიწყო

გამოქვეყნდა:

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ, ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაზე გამოძიება დაიწყო. საუბარია აუდიტის სამსახურის დასკვნაზე, სადაც წერია, რომ მერიის  და საკრებულოს მაღალჩინოსნები ხალხის ფულს სოციალური შემწეობების სახით იღებდნენ. გარდა ამისა, დასკვნაში წერია, რომ ინფრასტრუქტურული პროექტებზე თანხები იხარჯებოდა, თუმცა სამუშაოები არაჯეროვნად სრულდებოდა.

პროკურატურა საქმეს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით იძიებს. 
ენმ-ს წევრი, გიგა შუშანია ამბობს, რომ "ოცნების" მაღალჩინოსნები ბიუჯეტის თანხებს გუნდში ინაწილებენ.

"პროკურატურამ უკვე დაიწყო გამოძიება 2019-20 წლებში საკრებულოსა და ქუთაისის მერიის თანამშრომლების მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენების ფაქტზე, რომელმაც არსებითი ზიანი მიაყენა სახელმწიფოს ინტერესს, მაგრამ აქ წერია თანამშრომლები და არ წერია პოლიტიკური თანამდებობის პირები, დღეს ქუთაისის მერი ცდილობს ყველას დააბრალოს, ლამის მთელი "ოცნების" და მერიის დაჭერას ითხოვს, ოღონდ თვითონ გადაირჩინოს თავი", - თქვა გიგა შუშანიამ.

შუშანია ითხოვს მუხლი გადაკვალიფიცირდეს და მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.  "ოცნების" წევრებმა დღეს "მთავარი არხის" კითხვებს არ უპასუხეს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი