"ოცნების“ ხელისუფლება მიზანმიმართულად და გეგმაზომიერად ანადგურებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას - ადვოკატი

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების“ ხელისუფლება მიზანმიმართულად და გეგმაზომიერად ანადგურებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას - ეს განცხადება მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, დიტო საძაგლიშვილმა, რუსთავის მე-12 დაწესებულებაში ვიზიტის  შემდეგ გააკეთა.
ადვოკატი ამბობს, რომ უკვე მეოთხე თვეა, მიხეილ სააკაშვილთან არ უშვებენ პირად ექიმსა და კონსილიუმის წევრებს, რაც მის მიმართ არაადამიანურ მოპყრობად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმაც შეაფასა;  
ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, მესამე პრეზიდენტი ხვალინდელ სასამართლო პროცესს დაესწრება და პოლიტიკურ განცხადებას გააკეთებს. 

პროცესი ხვალ, თბილისის საქალაქო სასამართლოში, 12 საათზეა ჩანიშნული. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი