მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი დაიწყო - პირდაპირი ეთერი

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში საზღვრის კვეთის საქმეზე მესამე პრეზიდენტის მორიგი პროცესი მიმდინარეობს.

მიხეილ სააკაშვილი სხდომას ესწრება. ის დღეს საზოგადოებას მიმართავს და როგორც ცნობილია, ოპოზიციის სამოქმედო გეგმაზე ისაუბრებს. 

პროცესის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები არიან შეკრებილი. მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქციები იმართება ასევე ბათუმსა და ზუგდიდშიც. 

რაც შეეხება სხდომის სამართლებრივ ნაწილს, დღეს ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა იგეგმება. ადვოკატები საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ და ამბობენ, რომ ამის საილუსტრაციოდ ყველა ბერკეტს გამოიყენებენ.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი