უკიდურესად დამძიმებული ჯანმრთელობის მდგომარეობა და მესამე პრეზიდენტი ექიმების გარეშე | პოლიტიკური დევნა სამართლის სახელით

გამოქვეყნდა:

პოლიტიკური დევნა სამართლის სახელით. მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა უკიდურესად მძიმდება, მესამე პრეზიდენტს დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს. ყველა, მინუს "ქართული ოცნება", თანხმდება, რომ მრავალპროფილურ კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

მესამე პრეზიდენტმა დღეს სხდომაზე საკუთარი სათქმელი ბოლომდე ვერ თქვა, სიტყვა რამდენჯერმე შეწყვიტა, ექიმის დახმარება და სხდომაზე შესვენების გამოცხადებაც კი საკმარისი არ აღმოჩნდა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, დღეს პირველად, მიხეილ სააკაშვილმა თანამოაზრეებს ფეხზემდგომმა ვეღარ მიმართა.

დაცვის მხარის მთავარი მოთხოვნა ციხეში დამოუკიდებელი მედიკოსების შესვლაა, თუმცა ქართული მართლმსაჯულება შუამდგომლობას ისევ უარით პასუხობს და ბევრჯერ ნათქვამი არგუმენტაციით ხელმძღვანელობს. მოსამართლისა და პროკურორების პოზიცია დღესაც ერთმანეთს დაემთხვა.

პროცესის პარალელურად იყო პროტესტიც, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები ჯერ საქალაქო სასამართლოში შეიკრიბნენ, დღის ბოლოს კი ალტერნატიული კომისიის წევრებმა სააკაძის მოედანი სიმბოლურად გადაკეტეს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი