NATO-ს მხარდაჭერა საქართველოს | ჯეიმს აპატურაის ვიზიტი თბილისში

გამოქვეყნდა:

უკრაინაში პუტინის მიერ წარმოებული ომისა და შეცვლილი მსოფლიო წესრიგის მიუხედავად, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის პოზიცია უცვლელია. ნატოს კარი მოკავშირეებისთვის ღიაა, მათ შორის საქართველოსთვის. ეს არის ქვეყნის დიდი ხნის მეგობრის ჯეიმს აპატურაის განცხადება, რომელიც თბილისში ახალი სტატუსით პირველად იმყოფება.

ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ დაადასტურა, რომ ნატოს ღია კარის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით 2022 წლის სამიტის მთავარ დოკუმენტში დაფიქსირდება. ქვეყნის დასავლელი პარტნიორები კი აცხადებენ, რომ მადრიდის სამიტზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აღარ გაიმერობს იმავე შეცდომას, რაც 2008 წელს ბუქარესტში დაუშვა.
 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი