ნოვაკ ჯოკოვიჩმა რუსი და ბელარუსი ჩოგბურთელებისთვის, უიმბლდონზე ასპარეზობის აკრძალვის გადაწყვეტილებას „სიგიჟე" უწოდა. სერბი ჩოგბურთელი, უიმბლდონის მოქმედი ჩემპიონი და ექვსგზის გამარჯვებული ჯოკოვიჩი თვლის, რომ პოლიტიკა და სპორტი, უნდა გაიმიჯნოს
”მე ყოველთვის ვგმობ ომს, მე არასოდეს დავუჭერ მხარს ომს, იმიტომ რომ ომის შვილი ვარ. მე ვიცი რამხელა ემოციურ ტრავმას ტოვებს ეს. სერბეთში ყველამ ვიცით, რაც მოხდა 1999 წელს. ბალკანეთში უახლეს ისტორიაში ბევრი ომი გვქონია. თუმცა უიმბლდონის გადაწყვეტილებას ვერ დავუჭერ მხარს, მიმაჩნია, რომ ეს სიგიჟეა. როცა პოლიტიკა სპორტში ერევა, შედეგი არ არის კარგი." ამბობს ჯოკოვიჩი.
უკრაინაში ომის დაწყების გამო, რუსი ჩოგბურთელები უიმბლდონის პირველობაზე ვერ იასპარეზებენ. ტურნირზე ვერ გავა ვერც მსოფლიოს მე-2 ჩოგანი, დანიილ მედვედევი.