მარკ ცუკერბერგსა და კამალა ჰარისს რუსეთში ჩასვლა ეკრძალებათ - საპასუხო სანქციები

გამოქვეყნდა:

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ანტირუსული სანქციების საპასუხოდ, სანქციები უწესდებათ აშშ-სა და კანადის მოქალაქეებს.

მათ შორის არიან მაღალჩინოსნები, ბიზნესმენები, ექსპერტები და ის პირები, ვინც "რუსოფობიურ დღის წესრიგს ქმნიან“.

ე.წ. შავ სიაში მოხვდნენ META-ს დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი. მათ რუსეთში შესვლა ეკრძალებათ განუსაზღვრელი ვადით.

რუსეთი სულ აშშ-ს 29 მოქალაქეს უწესებს სანქციებს

სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ედვარდ პრაისი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე კეტლინ ჰიქსი, პენტაგონის სპიკერი ჯონ კირბი, LinkedIn-ის აღმასრულებელი დირექტორი რაიან როსლანსკი და სხვები.

სანქციები წესდება კანადის 61 მოქალაქის წინააღმდეგაც. მათ შორის არიან მაღალი თანამდებობის პირები, ყოფილი და მოქმედი სამხედრო მაღალჩინოსნები, ექსპერტები და წამყვანი მედიების წარმომადგენლები.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი