ამერიკის კონგრესის დელეგაცია საქართველოშია. მთავარი სრატეგიული პარტნიორი ქვეყნის გავლენინი პოლიტიკოსები კიდევ ერთხელ აფიქსირებენ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ, რომელიც მუდმივად იმყოფება რუსული ოკუპაციის საფრთხის ქვეშ. სენატორები და კონგრესმენები უკვე შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტს.
ჩვენ ველით საქართველოსთან თანამშრომლობის გაგრძელებას წვრთნებისა და აღჭურვის მიმართულებით. მაგრამ ამაზე უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ წინ ვიმოძრაოთ კანონის უზენაესობის, დამოუკიდებელი მართლმსაჯულებისა და თავისუფალი, ღია მასმედიის მიმართულებით. ვფიქრობ, ყველაზე მთავარი გაკვეთილი, რომელიც ჩვენ ვისწავლეთ ბოლო წლებში, არის ის, რომ აგრესორის დაშოშმინების პოლიტიკა არასდროს არის წარმატებული.
საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის შემთხვევები ერთმანეთისგან განსხვავდება, მაგრამ დასავლეთის მხრიდან მკვეთრი და მტკიცე პასუხის არარსებობა აგრესიაზე, ოკუპაციასა და ანექსიაზე, იყო სწორედ ის შეცდომა, რომელსაც თქვენ გულისხმობთ. მე ვფიქრობ ახლა ყველანი მადლიერი ვართ, რომ დასავლეთი ახლა ერთიანობას იჩენს უკრაინის მიმართ. ქართველმა ხალხმა კარგად იცის, თუ რას ნიშნავს რუსული აგრესია - ამბობს სენატორი კრის კუნსი.