
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე N359 ავტობუსში ახალგაზრდა კაცის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს - ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში "მთავარი არხის" ვებგვერდს დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით (მუხლი 236. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება; მუხლი 118. ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ ინციდენტი დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოხდა. თვითმხილველების ცნობით, 65 წლამდე კაცმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ახალგაზრდა კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ ესროლა.
ამავე თემაზე: