
პუტინმა აშშ-სგან სისუსტე იგრძნო, ამით ისარგებლა როცა შეიჭრა საქართველოში - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ადმინისტრაციის თავდაცვის მდივანი, ლეონ პანეტა TV ფორმულასთან საუბრობს.
ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ შეერთებულ შტატებსა და მოკავშირეებს ძალიან ცხადად ეთქვათ, რომ პუტინს აგრესიისთვის ფასის გადახდა მოუწევდა, მაგრამ ეს დროულად არ მოხდა.
"ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო შეერთებული შტატებისა და ნატოს მოკავშირეებისთვის, რომ გაერთიანებულიყვნენ და პუტინისთვის ძალიან ნათელი სიგნალი გაეგზავნათ - რომ თუ ნამდვილად შეიჭრებოდა, მას ამის გამო საფასურის გადახდა მოუწევდა. სამწუხაროდ პუტინმა აშშ-ის მხრიდან წლების განმავლობაში გამოჩენილი სისუსტე იგრძნო, ამით ისარგებლა მაშინ, როდესაც შეიჭრა საქართველოში, ყირიმში, ასევე სირიასა და ლიბიაში, და მაშინ როდესაც არჩევნების დროს შეერთებული შტატების წინააღმდეგ ძალიან გამბედავი კიბერშეტევა განახორციელა. მას ამის საზღაური არ გადაუხდია. ის ფიქრობდა, რომ ეს შეჭრაც ასე ჩაივლიდა და პასუხს არავინ მოსთხოვდა",- თქვა მან.
თარგმანი - ტელეკომპანია "ფორმულა".