დემოკრატია მოითხოვს, ქვეყანაში იყოს თავისუფალი, სამართლიანი არჩვენები, დამოუკიდებელი მართლმსაჯულება - სენატორი

გამოქვეყნდა:

აშშ-ის კონგრესის დელეგაციასა და ოპოზიციის წევრებს შორის შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა.

როგორც სენატორმა კრის კუნსმა, მედიასთან საუბრისას აღნიშნა, იმისთვის, რომ გზა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ პოზიტიური იყოს, რეფორმების გაგრძელებაა საჭირო.

"ჩვენ გვქონდაკონსტრუქციული და პოზიტიური შეხვედრა ოპოზიციის ფართო სპექტრთან. აშშ მყარად დაგს დემოკრატიის გვერდით და დემოკრატია მოითხოვს, რომ ქვეყანაში იყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩვენები, დამოუკიდებელი მართლმსაჯულება და ქვეყნის უსაფრთხოება. საქართველოს დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში აშშ ინვესტიციას დებს სწორედ ამ საკითხებში. იმისთვის, რომ გზა ევროკავშირში გაწევრინებისკენ იყოს პოზიტიური საჭიროა გაგრძელდეს რეფორმები", - თქვა სენატომრა კუნსმა.

ოპოზიცია ამბობს, რომ იმ ფონზე როცა ქვეყანას "ქართული ოცნება" მართავს, რეფორმებზე საუბარი წარმოუდგენელია. მათი განცხადებით, ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილებაა საჭირო, რათა ევროინტეგრაციის პროცესი დაჩქარდეს.

დღევანდელ შეხვედრაზე ოპოზიციამ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა.

სენატორები და კონგრესმენები შეხვედრას პრემიერთან და შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრთან გააგრძელებენ.

ავტორი: ნინო ბალანჩივაძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი