მადლობელი ვარ ყველა უკრაინელის და ქალბატონი დენისოვასი. მიუხედავად ასეთი მძიმე მდგომარეობისა, არ შეუწყვეტიათ ჩემ შვილზე ზრუნვა - გიული ალასანია

გამოქვეყნდა:

ძალიან მადლობელი ვარ ყველა უკრაინელის და ქალბატონი დენისოვასი. მიუხედავად მათი ასეთი მძიმე მდგომარეობისა, არც ერთი წუთი არ შეუწყვეტიათ ჩემ შვილზე ზრუნვა. ისინი ცდილობენ რომ თავისი მოქალაქე დაიბრუნონ, რომელიც ძალიან სჭირდებათ ამ კრიტიკულ დღეებში - აცხადებს გიული ალასანია საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც დღითი დღე უარესდება.

ოჯახის წევრები და ექიმები ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის ერთადერთი გამოსავალი მისი ადეკვატური მკურნალობაა უცხოეთში, თუმცა ხელისუფლება ამ ყველაფერს არ თანხმდება და არც იმჩნევს.

"არც ერთი რეკომენდაცია ჩვენი არ შესრულდა, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ამ ადამიანის მიმართ  მიზანმიმართულად ხორციელდება ზიანის მიყენება მისი ჯანდაცვის კუთხით, როგორც მინიმუმ. ეს არის კონსტიტუციური უფლების დარღვევა, ეს არის უფლება ჯანდაცვაზე და ეს უფლება მას აქვს დარღვეული, რაც გახლავთ არაადამიანური მოპყრობა და აუცილებელია დაუყოვნებლივ რეაგირება" ამბობს "ემპათიას" ცენტრის ხელმძღვანელიო მარიამ ჯიშკარიანი.

ჯიშკარიანის თქმით, თებერვალში ამ თემასთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილთან ჰქონდათ შეხვედრა, თუმცა რეაგირება არ ყველაფერს არ მოჰყოლია.

შეშფოთებული ვარ უკრაინის მოქალაქის, უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით, - ამის შესახებ უკრაინის სახალხო დამცველის, ლუდმილა დენისოვას განცხადებაშია აღნიშნული. 

უკრაინის ომბუდსმენი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ადეკვატური სამედიცინო დახმარება.

იხილეთ ასევე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი