"ღარიბაშვილის გარემოცვამ საქართველოს სატრანსპორტო დერეფანი რუსული სანქცირებული ნავთობის თავშესაფრად აქცია" | ანტიკორუფციული მოძრაობა

გამოქვეყნდა:

"საქართველოს სატრანსპორტო დერეფანი რუსული სანქცირებული ნავთობის თავშესაფრად იქცა" - "ანტიკორუფციულმა მოძრაობამ" დაადგინა, რომ პროცესში ჩართულია ფინანსთა სამინისტრო და მასთან დაქვემდებარებული შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე, ვლადიმერ ხუნდაძე.

"ანტიკორუფციული მოძრაობის" წევრები ამტკიცებენ, რომ ხუნდაძე ასევე დაახლოებულია პრემიერ მინისტრთან, რაც ბადებს ეჭვს, რომ სანქცირებული ნავთობის შემოტანასთან დაკავშირებით ღარიბაშვილი ინფორმირებულია.

"ირაკლი ღარიბაშვილის ახლო გარემოცვამ, ბიზნესმენმა ძმებმა ჩხენკელებმა, საქართველოს სატრანსპორტო დერეფანი რუსული სანქცირებული ნავთობის თავშესაფრად აქციეს. ამ პროცესში ჩართულია სამწუხაროდ ბიუროკრატები, კონკრეტულად, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე ვინმე ხუნდაძე, რომელიც ეხმარება ძმებ ჩხენკელებს, რომ როგორმე სანქცირებული ნავთობი გაიტანოს ქვეყნიდან და მოხვდეს მესამე ქვეყნებში. ჩვენ მოვუწოდებთ ფინანსთა სამინისტროს, თავი შეიკავოს ასეთი ქმედებებისგან", - თქვა "ანტიკორუფციული მოძრაობის" წევრმა, ლაშა ფარულავამ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი