
"აშკარაა, რომ ახლა, როცა იაპონია გახდა არამეგობრული ქვეყანა და შეუერთდა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მტრული ქმედებების მთელ რიგს, რა თქმა უნდა, ძალიან, ძალიან რთულია საუბარი მოლაპარაკებების პროცესის გაგრძელებაზე" - ასეთი განცხადება გააკეთა კრემლის პრესსპიკერმა პესკოვმა
და დაამატა, რომ კურილიის ოთხივე კუნძული რუსეთის ფედერაციის განუყოფელი ტერიტორიაა.
პესკოვი ამით გამოეხმაურა იაპონიის ხელისუფლებას, რომელმაც კუნძულებს, რუსეთის მიერ ოკუპირებული უწოდა. კონკრეტულად კი, იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დიპლომატიის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშში, "ლურჯი წიგნი", კურილიის კუნძულების სამხრეთ ნაწილი განმარტა, როგორც "არალეგალურად ოკუპირებული". აღსანიშნავია, რომ ეს ფორმულირება პირველად გამოჩნდა 2003 წლის შემდეგ.