ყველაფერს ყვება, ვისთან მუშაობდა, ფულს როგორ შოულობდა და ა.შ. - დანილოვი მედვედჩუკზე

გამოქვეყნდა:

როგორც ვხვდები, მედვედჩუკი რუსებსაც არ სჭირდებათ - აცხადებს უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ოლექსეი დანილოვი პუტინის მეგობარ მედვედჩუკზე საუბრისას, რომელიც უკრაინაში დაიჭირეს.

"მისი ცოლის მიმართვაზე, რომ მისი გაცვლა უნდა მოხდეს, განცხადებაც კი არ ყოფილა. ახალ ჩვენებას გვაძლევს, ყველაფერს ყვება რაც კი ხდებოდა, ვისთან მუშაობდა, ფულს როგორ შოულობდა და ა.შ. მომავალში  მისი გაცვლა ტყვედ ჩავარდნილ ჩვენს მოქალაქეებში თუ საჭირო გახდება, პრობლემას ვერ ვხედავ. 

პირველ რიგში უნდა დავკითხოთ და ყველაფერი გავიგოთ. საიდუმლო არ არის რომ ის რუსეთის აგენტი იყო ჩვენს ტერიტორიაზე. საქმე იმაში მდგომარეობს რომ ის მარტო არ მოქმედებდა. 

იმ შემთხვევაში თუ რუსეთი უკრაინას 2 ან 3 დღეში აიღებდა, მისი თანამოაზრეები, მათ შორის გარკვეული სამხედრო მაღალჩინოსნები, უკვე ემზადებოდნენ სახელმწიფოს სათავეში მოსასვლელად. მედვედჩუკი რუხი კარდინალი უნდა ყოფილიყო, ისევე როგორც მთელი ცხოვრება, კუჩმას დროიდან დაწყებული." ამბობს დანილოვი.

შეგახსენებთ, "პუტინის ნათლიმამად" წოდებული მედვედჩუკი, 12 აპრილს სახელმწიფო ღალატისა და ტერორისტული ორგანიზაციისთვის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს.  მან თავად შესთავაზა უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს საკუთარი თავის მარიუპოლის დამცველებსა და მცხოვრებლებში გაცვლა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი