"აბსოლუტურად ვერ ვხვდები, როგორ დაასრულებს ომს გაზის ემბარგო" | ოლაფ შოლცი

გამოქვეყნდა:

ოლაფ შოლცი ამბობს, რომ მისთვის მთავარი პრიორიტეტია ნატოს რუსეთთან დაპირისპირების თავიდან აცილება - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ისაუბრა და განმარტა, რომ ნატოსა და რუსეთის პირდაპირმა სამხედრო დაპირისპირებამ შესაძლოა, სამყარო მესამე მსოფლიო ომამდე მიიყვანოს.

"ჩემთვის მთავარი პრიორიტეტია ნატოსკენ ესკალაციის თავიდან აცილება",- თქვა შოლცმა.

პარალელურად, შოლცის მიმართ კრიტიკა უფრო და უფრო იზრდება იმის გამო, რომ მას და მის მთავრობას აშკარად არ სურს უკრაინისთვის მძიმე საბრძოლო იარაღის მიწოდება, როგორიცაა ტანკები და ჰაუბიცები, რათა დაეხმაროს მას რუსეთის თავდასხმებისგან თავის დაღწევაში, მაშინაც კი, როდესაც სხვა დასავლელი მოკავშირეები სამხედრო დახმარებას აძლიერებენ. 

ამასთანავე, შოლცმა კვლავ ხაზი გაუსვა, რომ გადაწყვეტილება - დაუყოვნებლივ არ შეეწყვიტა რუსული გაზის გერმანული იმპორტი, სწორია. 

"მე აბსოლუტურად ვერ ვხვდები, როგორ დაასრულებს ომს გაზის ემბარგო. თუ [რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ] პუტინი ღია იყო ეკონომიკური არგუმენტებისთვის, ის არასოდეს დაიწყებდა ამ გიჟურ ომს. მერე მეორე, თქვენ ისე იქცევით, თითქოს, ეს ფულს ეხებოდეს. მაგრამ ეს ეხება დრამატული ეკონომიკური კრიზისის თავიდან აცილებას, ასევე, მილიონობით სამუშაო ადგილისა და ქარხნების დაკარგვას, რომლებიც თავიდან აღარასოდეს გაიხსნება“, - თქვა მან.

შოლცის თქმით, [ემბარგოს] მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვება არა მხოლოდ გერმანიისთვის, არამედ ევროპისათვის და უკრაინის აღდგენის სამომავლო დაფინანსებაზეც ნეგატიურად იმოქმედებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი