გიორგი რურუას გათავისუფლება სამართლიანი მოთხოვნაა და ის უნდა გაათავისუფლონ - მაიკლ კარპენტერი

გამოქვეყნდა:

ოპოზიციის მოთხოვნა გიორგი რურუას გათავისუფლებასთან დაკავშირებით, სამართლიანია და ის საპატიმროდან უნდა გათავისუფლდეს - ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატის ჯო ბაიდენის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთმა მრჩეველმა და ბაიდენის ცენტრის დირექტორმა მაიკლ კარპენტერმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბრისას განაცხადა.

მან ასევე ისაუბრა "მთავარი არხის" ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას მკვლელობის მცდელობის საქმეზე და უპასუხა კითხვას, არის თუ არა შესაძლებელი, რომ შეერთებული შტატების კონგრესმა ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესოს. კარპენტერი ამბობს, რომ ასეთი დოკუმენტი მას არ უნახავს, თუმცა ამ საკითხისთვის ყურადღების მიქცევა ღირს. 

კარპენტერი მიიჩნევს, რომ საქართველოს დიდი შესაძლებლობა აქვს, რომ ოქტომბრის არჩევნები მაქსიმალურად კონკურენტულ გარემოში ჩაატაროს და კიდევ ერთხელ წარმოაჩინოს ქვეყანა, როგორც დემოკრატიული ლიდერი რეგიონში.

საკონსტიტუციო  ცვლილებების მიღება ახლა გარკვეულ პირობებს უკავშირდება, რომლებიც ჩემი აზრით, საფუძვლიანია. მათ შორისაა ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი რურუას გათავისუფლება. მე ვფიქრობ, ეს საფუძვლიანი მოთხოვნაა და ის უნდა გაათავისუფლონ. თუ ეს მოხდა და მე ამის იმედი მაქვს, ვფიქრობ, ცვლილებებს საზოგადოებაში ფართო მხარდაჭერა აქვს და მათი მიღების შემთხვევაში ოქტომბრის არჩევნები კონკურენტულ გარემოში გაიმართება, რაც ყველას სურვილია.

 მე ვნახე ბატონი რურუას წინააღმდეგ არსებული ბრალდებები. თქვენ შეგიძლიათ დაიჯეროთ ან არ დაიჯეროთ ამ ბრალდებების სიმართლე. მე მიმაჩნია, რომ მმართველმა პარტიამ ის უნდა გაათავისუფლოს და მას და მის პარტიას შემაკავებელი ფაქტორების გარეშე მისცეს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება.  - ამბობს მაიკლ კარპენტერი. 

ბაიდენის ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ თუ იმ პირს, ვისზეც გიორგი გაბუნიას მკვლელობის მცდელობის ორგანიზებაშის საქმეშია საუბარი და კრემლს შორის კავშირი დადასტურდება, ეს იქნება ნიშანი, რომ რუსეთი ყველაფერზეა წამსვლელი.

კარპენტერის თქმით, მართალია, მას არ უნახავს დოკუმენტი, მაგრამ 13 რესპუბლიკელი კონგრესმენის ხელმოწერილ ამერიკის გაძლიერებისა და გლობალური საფრთხეების ანგარიშში არსებული ჩანაწერები ყურადსაღებია და ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების საკითხზე ყურადღების მიქცევა ღირს.

ბაიდენის მრჩეველი ამბობს, რომ მმართველ პარტიას შეუძლია თავის წინასაარჩევნო პლატფორმად გამოიყენოს კორონა ვირუსთან წარმატებული ბრძოლის შედეგები და არ ჰქონდეს შეფარული ძალისხმევა, რომ ადამიანებს არჩევნებში მონაწილებაში ხელი შეუშალოს.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი