
თურქეთმა საჰაერო სივრცე დახურა იმ რუსული სამოქალაქო თვითმფრინავებისთვის, რომლებიც სირიაში მიფრინავდნენ:
„ჩვენ დავხურეთ საჰაერო სივრცე რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებისა და სირიაში მიმავალი სამოქალაქო თვითმფრინავებისთვისაც კი. სამი თვის განმავლობაში ვაძლევდით ნებართვას. მათ ჰქონდათ ნებართვა აპრილამდე" თქვა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ
მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილების შესახებ, პრეზიდენტმა ერდოღანმა პუტინი საქმის კურსში ჩააყენა.