ევროპარლამენტარებმა ხელისუფლებას 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდეს

გამოქვეყნდა:

საკონსტიტუციო ცვლილებებისა და ახალი საარჩევნო სისტემის მხარდაჭერა, საქართველოში პოლიტიკური გარემოს დეპოლარიზაციას შეუწყობს ხელს - ამის შესახებ განცხადება ევროპარლამენტმარება მარინა კალიურანდმა და სვენ მიკსერმა გამოაქვეყნეს.

საქართველოს პარლამენტის მიერ 136 ხმით საკონსტიტუციო ცვლილებები მიღება დადებით და ფართო მხარდაჭერაზე მეტყველებს. დაჟინებით მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გამოიყენოს 8 მარტის შეთანხმების ეს პოზიტიური იმპულსი, რადგან ეს საქართველოს პოლიტიკური გარემოს დეპოლარიზაციაში დაეხმარება და მომდევნო პარლამენტში საქართველოს მოქალაქეების დემოკრატიული სურვილის ასახვას უზრუნველყოფს. 23 და 29 ივნისს ჩანიშნული მოსმენები და ხმის მიცემის პროცესი მიზანად ისახავს საარჩევნო რეფორმის  ეუთო-ოდირის რეკომენდაციების შესაბამისად მიღებას, - ვკითხულობთ ევროპარლამენტარების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი