
„რუსეთის მსგავსი ქვეყანა გრძელვადიან პერსპექტივაში არ შეიძლება იყოს იზოლირებული პოლიტიკურად ან ეკონომიკურად“ - გერმანიის ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრედერი რუსეთისა და მისი პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მხარდაჭერას აგრძელებს.
The New York Times-თან ინტერვიუში, მან თქვა, რომ არ აპირებს გადადგეს "როსნეფტის" [რუსეთის ნავთობისა და გაზის კომპანია] დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობიდან და დასძინა, რომ თანამდებობას მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ რუსეთი შეუწყვეტს გაზის მიწოდებას გერმანიას, ან ევროკავშირს - "მაგრამ ეს ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოხდეს" - ამბობს შრედერი.