
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ემანუელ მაკრონს საფრანგეთის პრეზიდენტად ხელახალი არჩევა მიულოცა.
"გულწრფელად გისურვებთ წარმატებებს თქვენს სახელმწიფო საქმიანობაში, ასევე ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას", - ნათქვამია კრემლის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
საფრანგეთის მიერ კვირას ღამით გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით, მაკრონმა საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 58,55%-ით გაიმარჯვა. მისმა მემარჯვენე კონკურენტმა მარინ ლე პენმა ხმების 41,45% მიიღო.