"სინათლე შეიტანა ფაქტებში" - წულუკიანმა ხიდაშელს მადლობა გადაუხადა

გამოქვეყნდა:

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, რომც დავუშვათ, რომ ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის ჩანაწერი რეალურია, ის აჟიოტაჟი, რაც ამაზე ატყდა მიზნად ისახავს ქართველი ხალხის და მთავრობის ცუდად წარმოჩენას.

"ეს ყველაფერი, რა აჟიოტაჟიც არის ამტყდარი ამ ვითომ რეალურ ჩანაწერთან დაკავშირებით, რომც დავუშვათ, რომ ეს ჩანაწერი რეალობას ასახავს, ის აჟიოტაჟი, რომელიც თქვენ ატეხეთ და თქვენი მომხრეები ტეხენ, გულისხმობს და მიზნად ისახავს იმას კვლავ და კვლავ, რომ ხავსს ეჭიდებით და ცდილობთ წარმოაჩინოთ საქართველო, მისი ხალხი და რაც ხაზგასმულია ხოლმე თქვენი მხრიდან, მისი მთავრობა, შეგახსენებთ, დემოკრატიული წესით ხალხის მიერ არჩეული, რომ თითქოს ეს მთავრობა არის ხელშემწყობი გარკვეული ნეგატიური პროცესებისა უკრაინის მიმართ და იმ უბედურების კონტექსტში რაც უკრაინაში ტრიალებს, ცდილობთ თქვენ წარმოაჩინოთ, რომ თქვენი ქვეყნის მთავრობა არის თქვენთვისვე საძრახისი საქციელით დაკავებული, ეს ხდება, მეტი არაფერი", - თქვა წულუკიანმა.

წულუკიანმა ბიზნესმენ დავით ხიდაშელს განცხადების გავრცელების გამო მადლობა გადაუხდა და თქვა, რომ ამან "სინათლე შეიტანა ფაქტებში".

"ამბობს, რომ ეს შეხვედრა პრემიერმინისტრთან არ შემდგარა და მოცემული ბიზნესმენი გადამისამართდა ბიზნეს წრეებთან, როგორც ეს ყველა ნებისმიერი ბიზნესმენის შეხვედრაში ხდება ხოლმე", - თქვა წულუკიანმა.

ცნობისთვის, სანქცირებულმა რუსმა ოლიგარქმა ევტუშენკოვმა "მთავარ არხთან" დაადასტურა, რომ ივანიშვილთან სატელეფონო საუბარი ნამდვილად ჰქონდა. ოლიგარქი ამბობს, რომ საქართველოში ნებისმიერს შეუძლია ისე ჩამოვიდეს, რომ არავის ანგარიში არ ჩააბაროს. მანამდე მან დაადასტურა, რომ მისი კომპანიის ვიცე-პრეზიდენტს ღარიბაშვილი შეხვდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი