ვლადიმერ ევტუშენკოვი "მთავარ არხთან", ბიძინა ივანიშვილთან სატელეფონო საუბარს ადასტურებს

გამოქვეყნდა:

სანქცირებული რუსი ოლიგარქი, ვლადიმერ ევტუშენკოვი "მთავარ არხთან" ინტერვიუში ადასტურებს, რომ "ქართული ოცნების" დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს ტელეფონით ესაუბრა. ოლიგარქი ამბობს, რომ საქართველოში ნებისმიერს შეუძლია ისე ჩამოვიდეს, რომ არავის ანგარიში არ ჩააბაროს.

მან ჟურნალისტს უთხრა, რომ კითხვების დასმას თავი დაანებონ. 

"საქართველოში არ ვყოფილვარ და ამ ფაქტს არ ვადასტურებ. თავი დამანებეთ, ნუ შემაწუხეთ, ბიძინასთან პირადი შეხვედრა არ მქონია, ტელეფონით ვესაუბრე. უკვე მე-10 ჟურნალისტი ხარ, ვინც ამ თემაზე მეკითხება. ამ დრომდე ვთვლი, რომ საქართველო თავისუფალი ქვეყანაა და ნებისმიერს შეუძლია ისე ჩამოვიდეს, რომ არავის ანგარიში არ ჩააბაროს. ახლა შეხვედრაზე ვარ და ვერ გესაუბრებით, მორჩით შეკითხვების დასმას, არანაირი ბიზნეს მოლაპარაკებები არ მქონია, მსგავსი არაფერი ყოფილა", - ამბობს ევტუშენკოვი. 

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის საუბრის ორი ჩანაწერი 25 აპრილს გავრცელდა. ჩანაწერში სანქცირებული რუსი ოლიგარქი ვლადიმერ ევტუშენკოვი ივანიშვილს ბიზნეს იდეით ურეკავს. ივანიშვილის პასუხებიდან კი იკვეთება, რომ თავადაც დაინტერესებულია ამ გარიგებით. ევტუშენკოვი კომპანია "სისტემას" მფლობელია, რომელიც სამხედრო დრონებს ამზადებს.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი