"სააკაშვილი, რომელმაც ესროლა ჩვენს სამშვიდობოებს, თვითონ დააპატიმრეს" | სიმონიანი საქართველოს ხელისუფლებაზე

გამოქვეყნდა:

სააკაშვილი, რომელმაც ესროლა ჩვენს სამშვიდობოებს, თვითონ დააპატიმრეს, - ამის შესახებ პუტინის პროპაგანდისტი, RT-ს მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი საუბრბს და საქართველოს ხელისუფლებას აქებს. 

"საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ამ ვითარებაში საოცრად ადეკვატურად იქცევა.

სააკაშვილი, რომელმაც ესროლა ჩვენს სამშვიდობოებს, თვითონ დააპატიმრეს. სანქციებს მხარი არ დაუჭირეს, მათი რიტორიკა უფრო მშვიდია, ვიდრე ოდკბ-ს ზოგიერთი წევრი ქვეყნის რიტორიკა.

ხომ არ გავაუქმოთ მათთან საჰაერო მიმოსვლის აკრძალვა? ისინი ამას მოუთმენლად ელიან", - ამბობს სიმონიანი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი