მესამე პრეზიდენტის კრიტიკული მდგომარეობა შესაძლოა კიდევ უფრო გართულდეს მას შემდეგ, რაც ის, პრაქტიკულად, საშიმშილოდ გაწირეს.
პენიტენციურმა სამსახურმა მედიკოსებისგან იზოლირებული პოლიტპატიმრისთვის ამანათებზე გამკაცრებული კონტროლი დააწესა, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტთან იმ საკვების მიწოდება გახდება შეუძლებელი, რომლის მიღებაც მას ჯერ კიდევ შეუძლია.
ეს კი კიდევ უფრო დაამძიმებს მდგომარეობას, რომლის შესახებაც სააკაშვილის მონახულების შემდეგ მეუფე ნიკოლოზმა ისაუბრა. კვლავ ძალაში რჩება ექიმების დაჟინებული მოთხოვა მისი სამკურნალოდ, ქვეყნის გარეთ სასწრაფო გადაყვანის აუცილებლობის შესახებ.