სატელეფონო კომუნიკაცია დადასტურებულია - ბიძინა ივანიშვილისა და ევგენი ევტუშენკოვის საუბარს პირადად ადასუტრებს კრემლის ოლიგარქი. ვლადიმერ პუტინის უახლოესი ბიზნესმენი და ადამიანი, რომელიც რუსული არმიის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვაზეა პასუხისმგებელი, "მთავარ არხს" ეუბნება, რომ ივანიშვილთან ნამდვილად ჰქონდა სატელეფონო საუბარი. და ამ აღიარების შემდეგ ქართველი ოლიგარქის პასუხისმგებლობის საკითხი სულ უფრო აქტუალური ხდება.
საუბრიდან იკვეთება მინიმუმ სამი აშკარა და თვალშისაცემი ფაქტი: არაფორმალური მმართველობა საქართველოში, უკრაინასთან ომში რუსების გამხნევება და რაც მთვარია - შესაძლო ფინანსური მაქინაცია კრემლის სასარგებლოდ.
"ქართული ოცნება" დღეს ამ ფაქტების აღიარებას ყველა მეთოდით გაურბოდა. მმართველი პარტიის ლიდერები გაურკვევლობისგან რადიკალურად განსხვავებულ ვერსიებზე საუბრობდნენ და დღის ბოლოს სრული აბსურდი შეთხზეს, რომ მედიის ყურადღება სხვა ამბავზე გადაეტანათ.