სალომე ზურაბიშვილი აშშ-შია | იქნება თუ არა საუბარი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე, პრეზიდენტი დუმს

გამოქვეყნდა:

ყველაზე ქმედითი და კანონიერი ბერკეტი, მიხეილ სააკაშვილისთვის სიცოცხლის შესანარჩუნებლად ახლა ქვეყნის პრეზიდენტს აქვს. სალომე ზურაბიშვილის პოზიცია დღეს ნაწილობრივ გაახმოვანა მეუფე ნიკოლოზმა, რომელმაც რუსთავის ციხესთან როგორც პრეზიდენტ სააკაშვილთან, ასევე პრეზიდენტ ზურაბიშვილთან აუდიენციის შესახებ ისაუბრა.

ახლა ქვეყნის მეთაური შეერთებულ შტატებში იმყოფება. მისი ვიზიტი ფორმალურად ყოფილი სახელმწიფო მდივნის მედლინ ოლბრაიტის დაკრძალვას უკავშირდება, თუმცა არსებობს ინფორმაცია, რომ სააკაშვილის თემა იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სალომე ზურაბიშვილის მაღალი რანგის შეხვედრებისას. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი