
სამართალდამცველების სავარაუდო ძალადობის კიდევ ერთი ფაქტი - მოქალაქე ბესიკ ბუჯიაშვილი ამტკიცებს, რომ სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნები მას განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო დევნიან.
ბრალდებების ადრესატი დიტო ბუჯიაშვილია, რომელსაც სავარაუდო დაზარალებული სასტიკი ანგარიშსწორების შემდეგ, მუქარასა და შანტაჟში ადანაშაულებს.
"ბატონი დიტო ბუჯიაშვილი, რომელიც იყო კახეთის სუს-ის უფროსი, ბატონი გიორგი ზედელაშვილის დის ქმარი, მესიჯებს მწერს და მემუქრება. არ ვიცი რა დავუშავე ამ ადამიანს. მე ვუკავშირებ იმას, რომ აქტიურად ვუჭერ მხარს ბატონ მიხეილ სააკაშვილს. არის სრულიად განუკითხაობა. არანაირი მოლოდინი არავისი არ მაქვს. თქვენს ტელევიზიაზე მაქვს წარმოდგენა ისეთი, რომ მარტო თქვენ დამეხმარებით", - ამბობს ბესიკ ბუჯიაშვილი
სავარაუდო დაზარალებულმა საქმის ობიექტური გამოძიების მოთხოვნით, პოლიცია "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფთან ინტერვიუს შემდეგ გამოიძახა და საგამოძიებო უწყებას ის წერილობითი მტკიცებულებებიც აჩვენა, სადაც მუქარის შემცველი გზავნილები იყო დატანილი.
თავად დიტო ბუჯიაშვილი "მთავარი არხის" შეკითხვებს არ პასუხობს.