ეპიდაფეთქება გერმანიაში - ვესტფალიის რეგიონი მთლიანად ჩაიკეტა

გამოქვეყნდა:

გერმანიის მთავრობამ ეპიდემიის აფეთქების გამო ჩრდილოეთ ვესტფალიის რეგიონი მთლიანად ჩაკეტა. ქვეყნის ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ერთ-ერთ საწარმოში კორონავირუსით 1500-ზე მეტი თანამშრომელი დაინფიცირდა.

სიტუაციის მონიტორინგისა და პრევენციის მიზნით, თავდაცვის სამინისტრომ რეგიონში შეიარაღებული ძალები გაგზავნა. არსებული მდგომარეობა შეაფასა ქვეყნის ჯანდაცვის უწყების წარმომადგენელმაც და მოსახლეობას უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვისაკენ მოუწოდა.

ამ დროისთვის, გერმანიაში კორონავირუსის 190 ათასზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი. 9 ათასამდე პაციენტი კი გარდაცვლილია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი