არაფრის მთქმელი არაა საერთოდ, არ მაინტერესებს, ბევრი საფიქრალი მაქვს - ღარიბაშვილი ივანიშვილის ჩანაწერებზე

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი პირველად გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილისა და სანქცირებული რუსი ოლიგარქის ჩანაწერებს. მისი აზრით, პრემიერმა გაუგებარ ჩანაწერებზე კომენტარი არ უნდა გააკეთოს და ეს ჩანაწერები არაფრის მთქმელი არაა საერთოდ.

"საერთოდ მე არ ვთვლი, რომ პრემიერმინისტრმა უნდა გააკეთოს კომენტარი რაღაც გაუგებარ ჩანაწერებზე. ეს ერთი, გაუგებარია აბსოლუტურად არის ავთენტური საუბარი, არ არის ავთენტური, ჩემთვის წარმოუდგენელია საერთოდ ასეთ ჩანაწერებზე სპეკულირება და მითუმეტეს სერიოზული კომენტარის გაკეთება. რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გვესმის, რომ ამ ფარული, ფალსიფიცირებული საუბრების გამავრცელებლების მთავარი მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ მათი ამოცანა იყო და რის ჯერ კიდევ საქართველოში ომის დაწყება. არიან რა ისინი გამწარებულები და რომ იტყვიან სასოწარკვეთილები, ამ მსგავსი რაღაც სიყალბით ცდილობენ საზოგადოების, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანას. მე რა თქმა უნდა, მეტს ვერაფერს ვერ ვიტყვი, ეს ჩანაწერი არაფრის მთქმელი არაა საერთოდ. მსგავსი შინაარსის ჩანაწერები არ მაინტერესებს სერთოდ", - თქვა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, ამ თემაზე საუბრი არ სურს, რადგან ძალიან ბევრი საკითხი და საფიქრალი აქვს, რომელზეც ფიქრობს. 

სანქცირებულმა რუსმა ოლიგარქმა 26 აპრილს "მთავარ არხთან" დაადასტურა, რომ "ქართული ოცნების" დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს ტელეფონით ესაუბრა. ოლიგარქი ამბობს, რომ საქართველოში ნებისმიერს შეუძლია ისე ჩამოვიდეს, რომ არავის ანგარიში არ ჩააბაროს. "ფორმულასთან" მან ასევე დაადასტურა, რომ თბილისში ღარიბაშვილი მისი კომპანიის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი