ივანიშვილის დავალებების შემსრულებელი პრემიერი, რომელიც ოლიგარქების სკანადლურ სატელეფონო საუბარში ფიგურირებს, დღეს მედიასთან პირველად გამოჩნდა. ირაკლი ღარიბაშვილთან შეკითხვა იყო ბევრი, თუმცა პრემიერი ყველა უხერხულ კითხვას წინასწარ მომზადებული უკონტესტო ტექსტით პასუხობდა.
აშკარა იყო, რომ განმარტებების გაკეთებისას მთავრობის მეთაური ღელავდა და ცდილობდა, თავი აერიდებინა სკანდალური ჩანაწერების შინაარსის კომენტირებისთვის. მაგრამ ღარიბაშვილმა ვერ დამალა, რომ დეტალურად იყო ინფორმირებული ევტუშენკოვის წარმომადგენლის, ალი უზდანოვის თბილისში ვიზიტსა და შეხვედრებზე.