კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა საქართველოს გარეშე. გერმანიაში გამართული ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების საგანგებო შეკრებაზე ოფიციალური თბილისი წარმოდგენილი არ იყო.
ჯუანშერ ბურჭულაძის უწყებაში დღეს დეტალური განმარტებებისგან თავი შეიკავეს. ერთადერთი, რისი დანამდვილებით თქმაც შეიძლება, საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის მიღმა აღმოჩნდა, რომელიც უკრაინის დასახმარებლად შეიკრიბა.
არ მიიწვიეს თუ არ ჩავიდა საქართველოს თავცდაცვის მინისტრი გერმანიაში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების შეკრებაზე - ექსპერტები ხელისუფლების პოლიტიკური ვექტორის აშკარა ცვლილებაზე საუბრობენ.