ჩვენი მხარდაჭერა რუსული აგრესიის პირისპირ მყოფი სუვერენიტეტის მიმართ ურყევი რჩება - ნენსი პელოსი საქართველოზე

გამოქვეყნდა:

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი წერს, რომ კონგრესი ამაყად დგას ქართველი ხალხის გვერდით და მხარდაჭერა რუსული აგრესიის პირისპირ მყოფი სუვერენიტეტის მიმართ ურყევი რჩება.

სპიკერი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

"კონგრესი ამაყად დგას საქართველოს ხალხის გვერდით და ჩვენი მხარდაჭერა რუსული აგრესიის პირისპირ მყოფი სუვერენიტეტის მიმართ ურყევი რჩება.

"საქართველოს მხარდაჭერი აქტის" მიღებისას, პალატამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამერიკა წინააღმდეგია რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის უკანონო ოკუპაციის. ეს ორპარტიული კანონი ნებას რთავს, დაწესდეს სანქციები, რუსეთის მიერ საქართველოს ხალხის წინააღმდეგ ადამიანის უფლებების დარღვევის თანამონაწილეებზე", - წერს ნენსი პელოსი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი