საჭიროა უფრო ხშირად ვიაქტიუროთ, ჩვენი თავი კარგად უნდა ახსოვდეთ ვაშინგტონში - ზურაბიშვილი

გამოქვეყნდა:

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვაშინგტონში 3-დღიანი ვიზიტი დაასრულა. მან შეხვედრები გამართა სენატორებთან და კონგრესმენებთან. საქართველოს მიმართ არსებული საფრთხეებზე შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ არსებობს სცენარები და ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ საქართველო დარჩეს ყურადღების ცენტრში.

ამასთან, ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა არ ყოფილა კონგრესმენებთან გამართული შეხვედრების თემა.

"ყველა არის ძალიან დაინტერესებული, ყველა არის ძალიან ყურადღებით, ყველამ გამოთქვა მხარდაჭერა და მემგონი საჭიროა, რომ ჩვენ ასე და უფრო ხშირად ალბათ ვიაქტიუროთ, რომ ჩვენი თავი გავახსენოთ, რომ "Georgia is on your mind" როგორც ამბობენ, იმიტომ, რომ დღეს კიდევ ერთხელ, მე ვთვლი, რომ არ არის დღევნდელი საფრთხე, მაგრამ ის, რომ ყველა სცენარი შესასწავლია, ეს არის ის, რაც ჩვენ უნდა გავახსენოთ, ჩვენი თავი უნდა აქ ახსოვდეთ კარგად, ვაშინგტონში, ასევე, ჩვენ გამოვხატოთ ჩვენი სრული სოლიდარობა უკრაინასთან და იმ მართლა ისტორიულ გადაწყვეტილებასთან, რაც მიიღო დღეს ამერიკამ. 

[მიხილს საააკაშვილი] არ იყო განხილვის თემა, ჩემი პოზიცია თქვენ იცით ამ საკითხზე და არ გავიმეორებ", - თქვა ზურაბიშვილმა. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი