საქართველო საშიშ სამეზობლოშია, ჩვენ ვდგავართ თქვენი ქვეყნის გვერდით - კონგრესმენი რაისი

გამოქვეყნდა:

საპარლამენტო ოპოზიცია ვაშინგტონში ამერიკელ კონგრესმენებს ხვდება.  გიორგი ვაშაძე, სერგო ჩიხლაძე და ხათუნა სამნიძე ვიზიტის პირველ დღეს ქეთლინ რაისსა და ადამ კინზინგერს შეხვდნენ, ასევე მონაწილეობა მიიღეს ევროპული ოჯახის პარტიების ლიდერთა კონფერენციაში.

ამერიკელმა კანონმდებელმა "მთავარ არხთან" კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ის საქმის კურსშია იმ საფრთხეების შესახებ, რომელიც საქართველოს წინაშე, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, რუსეთის მხრიდან დგას.

"თქვენი ქვეყანა ძალიან საშიშ სამეზობლოში ცხოვრობს და მე ამ თემაზე ვესაუბრე თბილისში ვიზიტისას ქართველ კოლეგებს და დღესაც უსაფრთხოების თემა ჩვენი განხილვის საგანი იყო. იმისთვის, რომ რეგიონის აღმოსავლეთის ქვეყნებმა შეძლონ საკუთარი სუვერენიტეტის დაცვა, ეს წარმოადგენს უფრო ფართო მსჯელობის საგანს და ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ აშშ-სა და ამ ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაგრძელებისა და გარღმავების მნიშვნელობაზე. საქართველო ძალიან მოწყვლად გეოპოლიტიკურ მდგომარეობაშია და ჩვენ ვდგავართ თქვენი ქვეყნის გვერდით", - ამბობს კონგრესმენი ქეთლინ რაისი.

მან იმედი გამოთქვა, რომ მომავალში საქართველო-ამერიკის კავშირები კიდევ უფრო გაძლიერდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი