
თავდაცვის ძალები დღეს პროფესიულ დღეს აღნიშნავს - დამოუკიდებელი საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორია 31 წელს ითვლის და ახლაც უმძიმესი გამოწვევის წინაშეა.
როცა მთელი მსოფლიო, უკრაინის თავისუფლების დასაცავად, რუსული ფაშიზმის წინააღმდეგ ერთიანდება და ვლადიმერ პუტინს უსაფრთხოების ერთიან სისტემას უპირისპირებს, საქართველო საერთაშორისო პარტნიორების სიიდან გამქრალია - ამის დასტური იყო რამშტაინის ბაზაზე გამართული შეხვედრა, რომელსაც 40 ქვეყნის თავდაცვის მინისტრები ესწრებოდნენ, თუმცა მათ შორის საქართველო არ ყოფილა. - რატომ? - ამ კითხვას ირაკლი ღარიბაშვილი "სულელურს" უწოდებს და "მთავარი არხის" ჟურნალისტს ტერიტორიის დატოვებასაც კი ურჩევს.
პროფესიული დღის მისალოც სიტყვაში კი ვაზიანის სამხედრო ბაზაზე, უკრაინა საერთოდ არ უხსენებია - ეს არ არის გასაკვირი იმ ხელისუფლებისგან, სადაც პუტინის უარყოფით კონტექსტში ხსენება პოლიტიკური დანაშაულია და სასტიკად ისჯება.
ავტორი: ნინო ჟიჟიაშვილი