უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიისთვის შესაძლოა, იურიდიული პასუხისმგებლობა პირადად პუტინს დაეკისროს

გამოქვეყნდა:

შესაძლებელია, იურიდიული პასუხისმგებლობა პირადად პუტინს დაეკისროს - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, ანდრეი სმირნოვმა განაცხადა.

მისი თქმით, ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები საერთაშორისო ტრიბუნალის ფორმატზე, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას გამოიძიებს.

"ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა გამოდის მოწოდებით, სასწრაფოდ შეიქმნას და დაფინანსდეს სისხლის სამართლის ტრიბუნალი იმისთვის, რომ რუსეთის ხელმძღვანელობამ პასუხი აგოს. რეზოლუცია მოიცავს კონკრეტულ რეკომენდაციებს, უფლებამოსილებებსა და წესს ასეთი ტრიბუნალის შექმნისთვის. ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები ტრიბუნალის საბოლოო ფორმატზე და იმ სახელმწიფოებზე, ვინც ტრიბუნალს შექმნიან",- ამბობს სმირნოვა.

ცნობისთვის, გასულ კვირას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო 2 რეზოლუცია, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის პოლიტიკურ და სამართლებრივ შედეგებს ეხება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი