აშშ-ში კორონავირუსის შემთხვევები სწრაფი ტემპით იზრდება. ჯანდაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმვალობაში ქვეყანაში ინფიცირების 35 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, 860 ადამიანი კი გარდაიცვალა.
არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესებას ვარაუდობს ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი ენტონი ფაუჩი და პრევენციის მიზნით, ახალი რეკომენდაციების მიღებას აანონსებს.
მძიმე მდგომარეობაა სამხრეთ ამერიკის კონტინენტზეც, სადაც ბრაზილია ეპიდემიის ეპიცენტრად ჩამოყალიბდა. ამ დროისათვის ბრაზიალიაში ვირუსის 1,150,000-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, 52 ათასზე მეტი პაციენტი კი გარდაიცვალა.